|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რევაზ რობაქიძეს "დამსახურებული ბანკირის" წოდება მიენიჭა

  ეროვნული ბანკის ქუთაისის რეგიონალური ფილიალის ყოფილ მმართველს რევაზ რობაქიძეს დღეს "დამსახურებული ბანკირის" საპატიო წოდება მიენიჭა.   აღნიშნული ჯილდო მას საქართველოს  ბანკების ასოციაციამ საბანკო  სისტემის განვითარებაში გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისათვის მიაკუთვნა.

"მე მომიწია ყველაზე რთულ პერიოდში 90 – იან წლებში სამი ფულის რეფორმის ჩატარება, რაც ყველაზე განსაკუთრებული მოვლენაა ყველა ქვეყნისათვის, მისი საბანკო სისტემისათვის, ფულად – საკრედიტო პოლიტიკის დამკვიდრება – განვითარებისათვის. მთელი ეს პროცესი მთელს დასავლეთ საქართველოში წარმატებით იქნა განხორციელებული ჩემი ეროვნული ბანკის რეგიონალური ფილიალის მმართველობის დროს.

18 წელი იყო ბანკის მმართველი ბანკის დაარსებიდან მის სრულ რეორგანიზაციამდე, არც თუ ისე მცირე პერიოდია, თანაც სულ რეფორმები განახორციელო,  სისტემატიურად დიდ შრომასა და საკუთარ თავზე ყოველდღიურ მუშაობას მოითხოვდა. კარგია, როცა გიფასებენ და მადლობა მინდა გადაუხადო საქართველოს ბანკების ასოციაციას, მის პრეზიდენტს ბატონ ზურაბ გვასალიას, ჩემი საბანკო სფეროში მუშაობის ასეთი დაფასებისა და საპატიო ბანკირის წოდების მონიჭებისათვის", -განაცხადა რევაზ რობაქიძემ.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში ბანკირის დღეს აღინიშნება. ეს თარიღი ილია ჭავჭავაძის საპატივცემულოდ შეირჩა. ბანკირის დღე საქართველოში  2001 წელს დაარსდა.

ავტორი: ირინა მაკარიძე