|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიკოთის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

რიკოთის საავტომობილო გვირაბში გადაუდებელი პროფილაქტიკური (გაწმენდისა და შეღებვის) სამუშაოების გამო, 27, 28, 29 და 30 ივნისს, ღამის 00:00–დან დილის 07:00 საათამდე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება. მოძრაობა რიკოთის საავტომობილო გვირაბის შემოსავლელ გზაზე გადაერთვება. 
დღის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 
დროის ამ პერიოდში რიკოთის გვირაბის შემოსავლელ გზაზე ორ სხვადასხვა ადგილზე უზრუნველყოფილი იქნება საბუქსირე მექანიზმების მორიგეობა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა