|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიკოთის გზის კიდევ ერთი მონაკვეთის მშენებლობლობისათვის ჩინური კომპანია შეირჩა

რიკოთის საუღელტეხილო გზის კიდევ ერთი მონაკვეთის მშენებლობა იწყება.  ჩუმათელეთი-ხევის (F1) მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება დღეს გაფორმდა. ახალ გზას კომპანია “China State  Construction Engineering Corporation Limited” ააშენებს.

ჩუმათელეთი-ხევის გზის მშენებლობას მსოფლიო ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებენ. სამუშაოების ღირებულება 330 მილიონ ლარამდეა. სამუშაოების განხორციელბის ვადად 3 წელია განსაზღვრული.

პროექტი ითვალისწინებს ჩუმათელეთი-ხევის 11.6 კმ-იან მონაკვეთზე ოთხზოლიანი გზის, 22 ახალი ხიდისა და 3 გვირაბის მშენებლობას. მოეწყობა ხელოვნური ნაგებობები, წყალგამტარი მილები, შესაბამისი სადრენაჟო სისტემები, გატარდება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ღონისძიებები.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი 4 სექციად არის დაყოფილი  და საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს.

მხოლოდ რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობაზე, საერთო ჯამში 5 000 - ზე მეტი ადამიანი დასაქმდება  და დასაქმებულთა 80% საქართველოს ადგილობრივი მცხოვრები იქნება.

რაც შეეხება, რიკოთის საუღელტეხილო გზის ორ, ხევი-უბისასა და უბისა-შორაპანის მონაკვეთებზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.

საავტომობილო გზაბის დეპარტამენტის ინფორმაციით,  მე-4,  შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, სატენდერო წინადადებების გახსნა 22 აგვისტოს მოხდება.

 აღსანიშნავია, რომ მშენებლობაზე დასაქმებული ქართველი მუშები სხვადასხვა მიზეზით არაერთხელ გაიფიცნენ.

ხარაგაულში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა