|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიონის სანაპიროზე არსებული გვირაბიდან არასრულწლოვნები მაშველებმა გამოიყვანეს

მაშველებმა ქუთაისში, რიონის სანაპიროზე არსებული გვირაბიდან არასრულწლოვნები გამოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა შეტყობინება, რომლის თანახმად, ქალაქ ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარედ, მდინარე რიონის სანაპიროზე დარჩენილ ორ მოზარდს ესაჭიროებოდა მაშველების დახმარება.

მოზარდების დასახმარებლად, შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები. არასრულწლოვნები მდინარე რიონის სანაპიროზე არსებულ გვირაბში იმყოფებოდნენ და უსაფრთხო ადგილას გამოსვლას ვერ ახერხებდნენ.

ორივე მათგანი, სპეციალური სამაშველო აღჭურვილობის გამოყენებით, მაშველების მიერ უვნებლად გამოყვანილია უსაფრთხო ადგილას. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ადგილზე მეხანძრე-მაშველთა ჯგუფებთან ერთად, მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და ყველა შესაბამისი სამსახური.

ავტორი: ნიუპრესი