|
  • EUR 1 = GEL 4.0646
  • USD 1 = GEL 3.426
|

"რიონის ხეობის მცველებს" ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის მინისტრები შეხვდებიან

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი „რიონის ხეობის მცველებს“ შეხვდებიან. ამის შესახებ ცაგერში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი. 

 

„ნამდვილად გული დაგვწყდა, რომ სხვადასხვა, ალბათ, ტექნიკური პრობლემის გამო, ვერ მოხერხდა უფრო სრულყოფილ, ფართო ფორმატში შეხვედრა, კერძოდ, ის ადამიანები, რომლებიც ამჟამად კარვებში იმყოფებიან, ე.წ. „რიონის ხეობის მცველები“ ვერ დაესწრნენ ამ შეხვედრას, ამიტომ მე და ჩემმა კოლეგამ, ლევან დავითაშვილმა მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩავიდეთ მათთან, შევხვდეთ ამ ადამიანებს და დავთქვათ მათთვის მისაღები ფორმატი და ადგილი შეხვედრისთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.  

 

ავტორი: ნიუპრესი