|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რიონისპირა სახლების პროექტირებას ქუთაისელი არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი მოახდენს

რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტირებაზე გამოცხადებულ ტენდერში მონაწილე კომპანიის "კარკასი" მთავარი არქიტექტორი გოგი გოგრიჭიანია, რომელიც თავადაა ავტორი რიონისპირა სახლების პროექტის - განუცხადა "ნიუპრესს" კომპანია "კარკასის" დირექტორმა გიორგი მაჭარაშვილმა. ამგვარად მან "ნიუპრესის" კითხვას უპასუხა,  რომელიც კომპანიის მხრიდან ადგილობრივი გარემოს ცოდნასა და გამოცდილებას შეეხებოდა. 

"მე, პირადად, ქუთაისში ნამყოფიც არ ვარ, მაგრამ ჩვენი კომპანიის მთავარი არქიტექტორი ქუთაისის ყოფილი მთავარი არქიტექტორი გივი გოგრიჭიანია, ის თვითონაა ავტორი ამ პროექტის, ამდენად, ამ საკითხში მას სრულად ვენდობით", - განაცხადა გიორგი მაჭარაშვილმა.

მისივე თქმით, კომპანიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტირების გამოცდილება აქვს.

შეგახსენებთ, ქუთაისში რიონისპირა სახლების რეაბილიტაცის მიზნით მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში  SPA190002436 მონაწილეობა ორმა კომპანიამ  ქუთაისურმა სს "ხურომ" და თბილისურმა კომპანიამ  შპს "კარკასი" მიიღო.  ვაჭრობის მესამე რაუნდის შედეგად,  თბილისურ კომპანიას ერთი ლარით ნაკლები თანხა აქვს დასახელებული.  სს "ხურო" სამუშაოების შესრულებისათვის 800 000 ლარს ითხოვს,  შპს "კარკასი" კი 799 999 ლარს.

როგორც ქუთაისური კომპანიის საპროექტო-სამშენებლო კომპანია სს "ხურო"ხელმძღვანელმა და ქუთაისის ყოფილმა მერმა  დავით მელქაძემ "ნიუპრესთან" საუბარში აღნიშნა, ასეთი სპეციფიური ტენდერის შემთხვევაში,  ერთ-ერთ განმსაზღვრელ პირობად ადგილობრივი სიტუაციის ცოდნა და გამოცდილება უნდა ყოფილიყო ჩადებული. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა