რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტზე შპს "კარკასი" იმუშავებს
ქუთაისში, რიონისპირა სახლების რეაბილიტაციის პროექტირებაზე გამოცხადებული ტენდერი (SPA190002436) დასრულდა. გამარჯვებული თბილისური კომპანია "კარკასი" გახდა. ამ ეტაპზე ხელშეკრულების მომზადების პროცესი მიმდინარეობს.
944 000 ლარიან ტენდერში, კომპანიამ 799 999 ლარი დააფიქსირა და 1 ლარით მოუგო მეორე პრეტენდენტს- სამშენებლო-საპროექტო კომპანია სს "ხუროს", რომელიც ქუთაისური კომპანიაა.
გამარჯვებულმა რიონისპირა სახლების რეაბილიტაცისთვის პროექტი უნდა შეადგინოს.
ტენდერი დასრულებამდე "ნიუპრესი" ორივე კომპანიის ხელმძღვანელს ესაუბრა.
შპს "ხუროს" ხელმძღვანელი, ქუთაისის ყოფილი მერი დავით მელქაძე მიიჩნევდა, რომ ერთ-ერთ პირობად ადგილობრივი სიტუაციის ცოდნა უნდა ყოფილიყო ჩადებული.
"კარკასის" დირექტორის გიორგი მაჭარაშვილის თქმით, მათ აქვთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან მუშაობის გამოცდილება, რაც შეეხება ქუთაისს, მათი მთავარი არქიტექტორი ქუთაისელია და შესაბამისად, ამ მხრივ პრობლემები არ შეექმნებათ.
ქუთაისში, რიონისპირა სახლების პროექტის ფარგლებში 44 სახლის რეაბილიტირება მოხდება.
გაიმარჯვებს თუ არ ქუთაისური კომპანია რიონისპირა სახლების ტენდერში?
რიონისპირა სახლების პროექტირებას ქუთაისელი არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი მოახდენს
ავტორი: ირინა მაკარიძე