|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საფეხმავლო ხიდის დამპროექტებელი კომპანია გამოვლინდა

ქუთაისში მდინარე რიონზე ფეხით მოსიარულეთა ხიდის პროექტს შპს "სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრი" შეასრულებს.

შპს სამუშაოებს  საწყის თანხაზე 10 000 ლარით ნაკლებად შეასრულებს. მერიის მიერ გამოცხადებულ 45 000 ლარიან ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა. გამარჯვებულად ის კომპანია გამოცხადდა, რომელიც  სამუშაოებს  35 444 ლარად შეასრულებს. მისი კონკურენტი შპს "ხურო" იყო.

მერიის მიერ პირველ ჯერზე,  30 ათასი ლარის ფარგლებში გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. მოგვიანებით მერიამ ტენდერი მეორედ გამოაცხადა და თანხა 15 000 ლარით გაზარდა.

ტენდერში მონაწილე ორგანიზაციას რამდენიმე მოთხოვნის დაკმაყოფილება  ევალებოდა. მას უნდა ჰქონოდა ახალი ხიდების მოწყობის, რეაბილიტაციის, საავტომობილო გზების კვლევის, დაგეგმარების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება. კომპანიას აღნიშნულ პერიოდში ასევე უნდა ჰქონოდა მინიმუმ ერთი რეალიზებული პროექტი, 1 500 000 ლარის სახარჯთაღრიცხვო ღირებულებით. 

შპს "სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრის"   2010 წელსაა შექმნილი. გამარჯვებულ კომპანიას პროექტის შესრულება 50 დღეში ევალება.

საფეხმავლო ხიდი ხარებისა და წმინდა გიორგის  ეკლესიების მიმდებარე ტერიტორიიდან  ბოტანიკურ ბაღს  დაუკავშირდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა