|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

როგორ განახლდება სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაღებში?

პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლედება , ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია.  როგორც პროტოკოლის სამუშაო ვერსიაშია გაწერილი, შესაძლოა,   ჯგუფში, 5 კვ.მ-ზე 1 ბავშვი დაუშვან. 

 შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ქეთევან დარცმელიამ განცხადებით, ამ ეტაპზე ბაგა-ბაღების წარმომადგენლებთან მიმდინარეობს კონსულტაცია იმ რეგულაციებზე, რომელიც პროტოკოლში გაიწერება. 

„ვმუშაობთ და რაღაც მონახაზი შემუშავებული გვაქვს, გადაგზავნილია კერძო ბაღების წარმომადგენლებთან. ჩვენ ვგეგმავთ 5 კვ.მ-ზე 1 ბავშვის დაშვებას, მაგრამ მათ არ აწყობთ ეს ვარიანტი და გვთავაზობენ 2 კვ.მ-ზე ერთი ბავშვის დაშვებას. არ ვიცი, რამდენად მიზანშეწონილი იქნება 2 კვ.მ-ზე 1 ბავშვის დაშვება. ეს აუცილებლად უნდა შეთანხმდეს ეპიდემიოლოგებთან. თერმოსკრინინგი აუცილებლად ჩაუტარდება, როგორც ბავშვებს, ისე მათ მშობლებს და მომსახურე პერსონალს. ტემპერატურის აღმოჩენის შემთხვევაში გაწერილია პროცედურები, როგორ უნდა მოიქცნენ. ჯგუფები ისე უნდა დაკომპლექტდეს, რომ ბავშვების მიყვანის დროს ნაკადები არ შეხვდნენ ერთმანეთს. გარეთ გასეირნების დროს ისე უნდა დაყონ ბავშვები, რომ ერთი ჯგუფი როდესაც დაასრულებს გასეირნებას, მეორე ჯგუფი გავიდეს. დეზინფექცია აუცილებელია. ისეთი სათამაშოები უნდა გამოიყენონ, რომელიც დამუშავდება სადენზინფექციო ხსნარით. ეს არის ძირითადი. ეს რეკომენდაციები იქნება აუცილებლად, სანამ ბაღები ფუნქციონირებას დაიწყებს, მაგრამ ჯერ გვაქვს სამუშაო ვერსია, ვმუშაობთ როგორც ჩვენ, ასევე ბაღების წარმომადგენლები, ჩართულები იქნებიან ეპიდემიოლოგები“, - განაცხადა ქეთევან დარცმელიამ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა