|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რუსთაველის ხიდსა და "არგოს" შორის არსებული ადგილი აუქციონზე გაიყიდება

ქალაქის ისტორიულ ნაწილში მშენებარე "არგოსა" და რუსთაველის ხიდს შორის არსებული ადგილი 120 კვ მეტრი აუქციონზე გასაყიდად გამოდის. საკითხი საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირების მიზეზი გახდა.

"არგოს მიმდებარე ტერიტორია დაახლოებით 100 კვ. მეტრი აუქციონზე გამოვა. რა პრობლემაა, ვერ ვხვდები- თუ არგო იყიდის, არგომ იყიდოს, ბიუჯეტში ფული შემოიტანოს", - განაცხადა ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ ნატო ქათამაძის პასუხად, რომლის აზრითაც,  ტერიტორიის აუქციონზე გამოტანა "არგოს" მფლობელებისათვის გადაცემის მიზნით ხდება, რასაც ქალაქის მერიც ადასტურებს. 

 მოხდება თუ არა ადგილზე რაიმეს აშენება,  ეს აუქციონის პირობაში არ ჩაიდება, თუმცა, როგორც ქალაქის მერი თვლის, ტექნიკური მონაცემების გათვალისწინებით, იქ რაიმეს აშენება გაჭირდება.

"შესაძლოა, მაგიდა დადგან, ან სტუმრებს მოემსახურონ, დამატებითი სამუშაო ადგილები შეიქმნება, თუ ვინმე ფულს დებს, აკეთებს,  ხალხს ასაქმებს, მე არა მგონია, რომ ხელი უნდა შევუშალოთ"-განაცხადა შოთა მურღულიამ.

ქათამაძის განცხადებით, საზოგადოების პროტესტის მიუხედავად, რიონის სანაპიროზე, "ოქროს ჩარდახის" მიმდებარედ უსახური შენობა აიგო, რაც სახელისუფლებო წრის წარმომადგენლების ბიზნეს ინტერესებს უკავშირდება.

 

"პარლამენტში თუ არის 41 მილიონერი, საკრებულოშიც სჭირდებათ"

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა