|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში წელს აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია იგეგმება

საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუთაისში  ორი ცენტრალური - აღმაშენებლისა და წერეთლის ქუჩების რეაბილიტაციას განახორციელებს. წერეთლის ქუჩის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო და გრძელდება, ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყება აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია. 

  ამ ქუჩებზე, საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, სრულად მოწესრიგდება სანიაღვრე სისტემები, ბორდიურები, ტროტუარები.

ჯამში საავტომობილო გზების დეპარტამენტი ქუთაისში 32 ქუჩის რეაბილიტაციას გეგმავს. 

ამ დროისთვის რეაბილიტაცია უკვე ჩაუტარდა 10 ქუჩას. ამ დროისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს ავტოქარხნის დასახლებაში, ჯაილოვას ქუჩაზე. გზაზე იგება ასფალტის საფარი, კეთდება სანიაღვრე სისტემა და ბორდიურები, რისთვისაც 1 400 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა „ორიენტირი“ ასრულებს. ქუჩის რეაბილიტაცია აპრილში დასრულდება.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა