|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრებ ქართველებსაც უფასოდ უმკურნალებენ

საბერძნეთში, ქალაქ ათენში სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი “კავკასია” საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით დაფინანსდა.
ათენში სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი “კავკასია” მდებარეობს „Iporou 6, plateia victorias“, სადაც საბერძნეთში მცხოვრებ ყველა ქართველს შესაძლებლობა ექნება, უფასო მკურნალობა ჩაუტარდეს.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „კვირას“ განუცხადეს, ათენში მოქმედი სამკურნალო დაწესებულება მოემსახურება მათ, ვისაც ჯანმრთელობის დაზღვევა არ გააჩნია, არალეგალურად მცხოვრებ ქართველებსაც.
„სამედიცინო დაწესებულებაში ტარდება ყველა სახის გამოკვლევა უფასოდ. გამოკვლევის შემდეგ ექიმები გადაწყვეტენ, თუ რა სახის მკურნალობა ესაჭიროება ამა თუ იმ ქართველ პაციენტს“, – აღნიშნავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
როგორც „კვირას“ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, სამკურნალო- დიაგნოსტიკური ცენტრი „კავკასია“ საბერძნეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს მოემსახურება და იქ ჯანმრთელობის ყველა საჭირო მკურნალობას მაღალი კვალიფიკაციის მქონე ქართველი და ბერძენი ექიმები უფასოდ გაუწევენ.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ერთწლიანი პროექტი, საბერძნეთში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის გამო, პრეზიდენტის ინიციატივით 14 სექტემბერს დაიწყო.
“ეს პროექტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ათენში არსებული ეკონომიკური კრიზისის გამო, რომელიც ჩვენს თანამემამულეებზეც აისახა. პრეზიდენტის ფონდი აძლევს საშუალებას ქართველ ემიგრანტებს, საბერძნეთისათვის ყველაზე კრიზისულ პერიოდში არ დარჩნენ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გარეშე”, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა უმცირესობების საკითხებში სოფო შამანიდმა, რომელიც პროექტის პრეზენტაციას ათენში ესწრებოდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საბერძნეთისა და სერბეთის რესპუბლიკაში იოსებ ნანობაშვილი, საბერძნეთის ჯანმრთელობის სამინისტროს გენერალური სამდივნოს წარმომადგენელი ლუმენიცა კოსტოპულუ, არასამთავრობო ორგანიზაცია “მსოფლიო ექიმების” გამგეობის თავმჯომარე ნიკიტას კანაკისი, არასამთავრობო ორგანიზაცია “კეთეა მოსაიკის” თავმჯდომარე დიმიტრის ჯანეტოსი, საერთაშორისო კლუბ “ლაინსის“ ვიცე-გუბერნატორები: ხარის ზახარიადუ, დიმიტრის ცანგარატოსი, სპიროს ხაძიდაკისი და კოსტას ბეკრისი და ქართველი მოძღვარი, მამა სინესიოსი(თეიმურაზ კალანდაძე).

წყარო: kvira.ge
 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა