საჩხერის მერიაში საახალწლოდ 107 360 ლარის პრემია გაიცა
საჩხერის მუნიციპალიტეტის მერიაში საახალწლოდ 107 360 ლარის პრემია გაიცა. მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, პრემია 129 თანამშორმელმა მიიღო.
საჩხერის მერმა ბენიამენ ფალავადიშვილმა პრემიის სახით 2 650 ლარი მიიღო, მისმა პირველმა მოადგილემ 2150, მეორე მოადგილემ კი 1750 ლარი მიიღო.
მუნიციპალიტეტში პრემია გაიცა აპრილშიც, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით. 137 თანამშრომლისთვის ბიუჯეტიდან 57 035 გაიხარჯა. პრემია მიიღეს გამგებელმა და მისმა მოადგილეებმა.
ჯამში, საჩხერის მუნიციპალიტეტში 2017 წელს 164 395 ლარი პრემია გაიცა.
ქუთაისის მერიაში საახალწლოდ 54 937 ლარის პრემია გაიცა
სამტრედიის მერიასა და საკრებულოში საახალწლოდ 93 216 ლარის პრემია გაიცა
ხარაგაულის მერიაში საახალწლოდ 13 000 ლარის პრემია გაიცა
საახალწლოდ იმერეთის გუბერნიამ 11 570 ლარის დანამატი გასცა
წყალტუბოში საახალწლოდ 130 100 ლარის პრემია გაიცა
ვანის მუნიციპალიტეტში საახალწლოდ 64 400 ლარის პრემია გაიცა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი