საფრთხის ქვეშ ვცხოვრობთ-ქუთაისში ავტომშენებლის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს
ქუთაისში ავტომშენებლის N18-ში მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ადგილობრივები მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ამორტიზებული შენობიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობენ და ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ.
ადგილობრივების თქმით, შენობა წლებია მიტოვებულია, ცვივა აგურები და მათთვის საფრთხეს წარმოადგენს.
,,შენობა წლებია მიტოვებულია, იშლება, აგურები ცვივა და საფრთხეს წარმოადგენს. ბავშვებს ვერ ვუშვებთ მარტო. ამასთან, შენობაში ქვერწარმავლებია, რამდენჯერმე ვნახეთ. თუ ვერ ყიდიან, ხომ შეიძლება გაასუფთაონ მაინც, ხეებით და ბალახებითაა სავსე. გათიბონ და ქვეწარმავლები მაინც არ იქნებიან", - აცხადებენ ადგილობრივები.
აქციას შეურთდა პარტია ,,თავისუფალი საქართველოს” თანათავჯდომარე გოგი წულაია. მისი თქმით, ქალაქშჳ არაერთი მიტოვებული შენობაა, რიტაც მილიონობით ლარის ქონებაა განადგურებული. წულაია მერიას მოუწოდებს, მოახდინონ შენობების გასხვისება.
ავტორი: ნიუპრესი