"საკადრო კარუსელი" ქუთაისის მერიის ააიპებსა და შპს "პარკინგსერვისში"
ქუთაისის მერიის ააიპებსა და შპს "პარკინგსერვისში" ხელმძღვანელების როტაცია იგეგმება.
ცვლილებები ეხება ააიპი "სპეციალური სერვისებს", ააიპი "ქართულ ტრადიციებს" და მერიის შპს "პარკინგსერვისს".
ააიპი "სპეციალური სერვისების" ხელმძღვანელის ზვიად მანდარია თანამდებობას დატოვებს და შპს "პარკინგსერვისის" ხელმძღვანელად დაინიშნება. ის საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას კადრად მოიაზრება.
მის ნაცვლად კი "სპეციალური სერვისებს" სოსო კუჭავა უხელმძღვანელებს, რომელის ამ დრომდე "ქართული ტრადიციების" ხელმძღვანელია. ის ამ თანამდებობაზე გიორგი ჭიღვარიამ დანიშნა.
"ქართულ ტრადიციების" ხელმძღვანელის პოსტს ირაკლი სარიშვილი დაიკავებს, რომელიც მისი შექმნის დროიდან "პარკინგსერვისს" ხელმძღვანელობდა, ის ამ პოზიციაზე შოთა მურღულიას მერობის დროს დაინიშნა.
ქალაქის მერიაში ადასტურებენ მოსალოდნელ ცვლილებებს, თუმცა მის მიზეზსა და მოსალოდნელ შედეგებზე ამ დროისათვის არ საუბრობენ. "ეს არის ჩვეულებრივი ადგილმონაცვლეობა, როტაცია", - განაცხადეს მერიაში.
შეცვლილი ხელმძღვანელების წარდგენა ხვალ მოხდება.
ავტორი: ირინა მაკარიძე