სამოქალაქო აქტივისტის პროტესტი ქუთაისში
ქუთაისელმა სამოქალაქო აქტივისტმა გიორგი გაბრიაძემ რუსეთის ოკუპაცია ერთ კაციანი აქციით და პერფომანსით გააპროტესტა.
გიორგი გაბრიაძემ ვასილ კიკვიძის ძეგლზე პლაკატი "ვასილ კიკვიძე: ბოლშევიკი, წითელ არმიელი, ანტიქართველი"და სტიკერი წარწერით "ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ" მიამაგრა. მან ამ ქმედებით, ოკუპაცია გააპროტესტა.
"დღეს როდესაც ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია არ უნდა არსებობდეს არანაირი სიმბოლიკა, რომელიც დაკავშირებულია რუსეთთან და საბჭოთა კავშირთან. წლებია ძეგლის დემონტაჟს ვთხოვთ ხელისუფლება, მაგრამ ამაოდ"- აცხადებს გიორგი გაბრიაძე.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?
კი - 44.9%
არა - 46.42%
არ იცი - 8.68%
სულ - 461 ხმა