|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს პრეზიდენტმა 157 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა 2017 წლის პირველ მარტს 157 მსჯავრდებული შეიწყალა, აქედან შეწყალების აქტი შეეხო 8 ქალბატონ მსჯავრდებულს და 1 არასრულწლოვან მსჯავრდებულს, ამის შესახებ დღეს შეწყალების კომისიის თავმჯდომარემ  ზვიად ქორიძემ განაცხადა.
 შეწყალების საკითხთა კომისიამ 2017 წლის 16 თებერვლიდან 21 თებერვლის ჩათვლით პერიოდში 890 პირის საკითხი განიხილა.
  
93 მსჯავრდებული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლდა, რომელთაგან 6 ქალბატონი და 1 არასრულწლოვანია.
 შეწყალების აქტით თავისუფლების აღკვეთის სახითშეფარდებული სასჯელი შეუმცირდა 64 მსჯავრდებულს, მათ შორის 2 ქალბატონს.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა