|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს რეგიონებში, სადაც ჩინეთის მოქალაქეები ცხოვრობენ, კონტროლი მკაცრდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს რეგიონებში დაიწყო კამპანია, რომლის მიზანი, იმ რეგიონების მონახულება და შემოწმებაა და კონტროლის გამკაცრებაა, სადაც ჩინეთის მოქალაქეები ცხოვრობენ.

დღეს დაავადებათა ცენტრის წარმომადგნელებმა საინფორმაციო შეხვედრა ხარაგაულის მერიაში გამართეს.

მათ პრეცენციის მიზნით მერიას დაგეგმილ ღონისძიებებსა და საჭირო პროცედურებზე მიაწოდეს ინფორმაცია.

ისინი შემდგომ ჩინურ კომპანიაში მივიდნენ, სადაც კომპანიის წარმომადგენლებს დაურიგდათ საინფორმაციო ბუკლეტები და მოხდა გასაუბრება.

ხარაგაულის მერის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში მდებარე სამ ჩინურ კომპანიაში დაახლოებით, 1100 ჩინელი მუშაობს.

ავტორი: ნიუპრესი