|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოში კორონავირუსის 294 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის  294 ახალი  შემთხვევა გამოვლინდა.  ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

ამ დროისათვის ქვეყანაში  ინფიცირების  5254 დადასტურებული შემთხვევაა. 

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 87 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, მათ რაოდენობა 1906-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 5674 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836 პირი. კოვიდ სასტუმროებში კი ამ დროისთვის 800 ადამიანია მოთავსებული.

ქვეყანაში კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

ავტორი: ნიუპრესი