|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე შუქი ჩაგვიჭრეს"

ქუთაისში იპოთეკით დაზარალებული გულნარა ბოკელავაძე "გეო კაპიტალს" სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე ბინიდან გამოსახლების პროცესის დაწყებაში ადანაშაულებს.

ბოკელავაძის განცხადებით, რამდენიმე წლის წინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან 10 000 დოლარი გამოიტანა. მისი თქმით, ნაწილი გადაიხადა, მაგრამ ნაწილის დაფარვა ვერ შეძლო, მიკრსაფინანსომ კი გამოსახლების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა.

"ბალახვანში საკუთარ სახლში ვცხოვრობ, რვა სული ვართ, ორი ავადმყოფი, ვერ შევძელი, ვერ გადავიხადე, ბანკმა კი სასამართლოს მიმართა გამოსახლების მოთხოვნით. ორი წლის წინ შუქი ჩამიჭრა ბანკმა, სანთლის შუქზე ვართ, მათ ამის უფლება არ ქონდათ, რადგან ჯერ სასამართლოშია საქმე"-განაცხადა გულნარა ბოკელავაძემ. მისი თქმით, საქალაქო სასამართლომ "ჯეო კატიპალის" სასარგებლო გადაწყვეტილება გამოიტანა, რის შემდეგაც საქმე სააპელაციოში გადაინაცვლა, სადაც ჯერ საქმის განხილვა არ დასრულებულა.

დაზარალებული ბანკისგან თანხის გადანაწილებას და გამოსალხეობის შეწყვეტას ითხოვს.

მიკროსაფინანსო ორგანიცაზიაში კომენტარს არ აკეთებენ.

იპოთეკით დაზარალებულთა პრობლემებზე საუბრობს ქუთაისის მერობის კანდიდატი გოგი წულაია. მისი განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი მძიმე სოციალური ფონის გამო მოსახლეობას არ შეუძლია ფინანსური ვალდებულებების გასტუმრება. წულაია მოითხოვს შეწყდეს გამოსახლება და გაიცეს გრძელვადიანი სესხები, რომ მოსახლეობამ შეძლოს  ვალის გასტუმრება. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა