|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საწვავზე გაზრდილი ფასები ქუთაისში მორიგი აქციით გააპროტესტეს

საწვავზე გაზრდილი ფასები ქუთაისში მორიგი აქციით გააპროტესტეს. ავტომობილების მფლობელები, ტაქსის მძღოლები და აქტივისტები გაორმაგებულ ფასებს აპროტესტებენ და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

მათი თქმით, საწვავის ფასი ყოველდღიურად იზრდება, რაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ავტომფლობელებისთვის.

აქციის მონაწილეებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს, რის შემდეგაც ბენზინგასამართ სადგურებთან მივიდნენ და საყვირების ფონზე, საწვავის გაიაფება მოითხოვეს.

აქციას პოლიტიკური პარტიის წევრები შეუერთდნენ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა