|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სახელმწიფო უწყებების მობილური მომსახურებისათვის ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდება

სახელმწიფო უწყებების მობილური მომსახურებით უზრუნველსაყოფად სახელმწიფო ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდება, - ამის შესახ შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან რაზმაძემ განაცხადა.

რაზმაძის განმარტებით, პირველ ჯერზე გამოცხადებულ ტენდერში  მხოლოდ კომპანია "ბილაინი" მონაწილეობდა,  თუმცა კომპანია ვერ აკმაყოფილებს ტენდერით განსაზღვრულ მონაცემებს.

„მათ არ გააჩნდათ, იმ პარამეტრების დაფარვა, 3G ინტერნეტისა, რაც დოკუმენტურად იყო მოთხვნილი“, - აცხადებს ლევან რაზმაძე და განმარტავს რომ მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ამასთან დაკავშირებით ლიცენზია დეკემბერში ჰქონდა მოთხოვნილი, ეს არ ნიშნავს, რომ კომპანია უკვე ფარავს მოთხოვნილ ზონებს.

განმეორებითი ტენდერის  კონკრეტული ვადების შესახებ გადაწყვეტლებას სამთავრობო კომისია მიიღებს.

 

ავტორი: ნიუპრესი