|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სენაკში 8 წლის ბიჭს ეძებენ

 სენაკში უშედეგოდ ეძებენ 8 წლის ნიკა გაბეჩავას, რომელიც 24 თებერვალს ნაშუადღევს სახლიდან ეზოში სათამაშიოდ გავიდა და უკვალოდ გაქრა.

გავრცელებული  ინფორმაციით, ბიჭი უკანასკნელად ქალაქის ცენტრში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიასთან ტაქსის მძღოლმა შენიშნა, რომელმა ბავშვს იმის გამო მიაქცია ყურადღება, რომ ის მარტო გადაადგილდებოდა.

ბავშვის ძებნაში სამართალდამცველებთან ერთად ადგილობრივებიც მონაწილეობენ.
როგორ ახლობლები აცხადებენ,  ბიჭს გულის დაავადება აქვს, სამკურნალო თანხის შესაგროვებლად  დედა, მცირეწლოვან ქალიშვილთან ერთად, თურქეთში სამუშაოდაა წასული, ხოლო პატარა ნიკუშა მამასთან ერთად სენაკში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.


როგორც  შინაგან საქმთა სამინისტროში აუცხადებენ, სპეციალური სამძებრო ჯგუფია შექმნილი, რომელიც ბავშვის ძებნის ოპერაციას ატარებს. ინფორმაცია,  რომ ბავშვი გარდაცვლილი ან დასახიჩრებული იპოვეს, სიმართლეს არ შეეფერება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა