|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შეიძლებოდა პრობლემა ძალიან მარტივად გადაჭრილიყო"-შოთა მურღულია

სოციალური საცხოვრისის ირგვლივ ატეხილ ხმაურს ქუთაისის ყოფილი მერი შოთა მურღულია გამოეხმაურა. მისი თქმით, გაოცებულია, რატომ ატყდა ასეთი აჟიოტაჟი, როცა შეიძლებოდა საკითხი ძალიან მარტივად გადაჭრილიყო.

"მიკვირს, რატომ ატყდა ასეთი ხმაური, როცა შეიძლებოდა პრობლემა ძალიან მარტივად გადაჭრილიყო. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ პრობლემები ვლინდება. ამისათვის ხელშეკრულებაში არის სპეციალური მუხლი. ფარული ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში, მხარე ვალდებულია, საკუთარი ხარჯებით გამოსაწოროს ნაკლი. პრობლემა ყოფილა სხვა შემთხვევაშიც, დავუძახეთ კომპანიას და გავასწორებინეთ. გაიგო ვინმემ? ახლაც დროული ქმედებაა საჭირო.  ჩვენ როდესაც იქ ხალხი შესასახლეთ, კომენდანტი დავნიშნეთ, რომლის მოვალეობა იყო, პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში, კომუნიკაცია მოეხდინა, რათა დროული რეაგირება გაკეთებულიყო.

550 000 ლარამდე თანხა აქვს მერიას გადასაცემი კომპანიისათვის, 2018 წლის ბიუჯეტში დევს ეს თანხა და რა პრობლემაა, რომ დროზე შეისწავლონ მდგომარეობა და მოთხოვონ კომპანიას გამოსწორება? ეს თანხა სრულიად საკმარისია ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად.


ის, რომ შენობის ჩაბარების დროს ყველაფერი კარგად იყო, ამას დასკვნებიც და ათობით ადამიანი დაადასტურებს, მათ შორის ჟურნალისტებიც აშუქებდნენ... 3 თვე გვქონდა ჩვენ გადმოცემული ეგ ფართები, სანამ შევასახლებდით მოსახლეობას და იმ პერიოდშიც არანაირი პრობლემა არ გამოკვეთილა.

აქ მაქვს შენობის მდგრადობის შესახებ დასკვნა. მასში წერია, რომ შენობა დაახლოებით სამჯერ დიდ დატვირთვას უძლებს, ვიდრე ახლა აქვს. სხვა ყველა დასკვნაც მერიაშია, მიკვირს, აქამდე რატომ არაა გამოქვეყნებული?.."-აცხადებს შოთა მურღულია.


მისი თქმით, დროულად უნდა მოხდეს შესწავლა ექსპლუატაციის შედეგად წარმოიქმნა პრობლემები, თუ კომპანიის ბრალეულობაა. "რაც კომპანიის ბრალია, მან უნდა გაასწოროს, რაც ექსპლუატაციის, ვინც დააზიანა ", -აცხადებს შოთა მურღულია.

შეგახსენებთ, ქუთაისის მერიის ინფორმაციით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო სოციალურ საცხოვრისში შესრულებული სამუშაოების ხარისხს შეისწავლის.

ამასთან, ექსპერტიზა დაადგენს სოციალური საცხოვრისის საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისობასა და ხელშეკრულებით განსაზღვრულ სავალდებულო პირობებს.

 სოციალური საცხოვრისი ქუთაისში გასულ წელს მოეწყო, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სპეციალური საცხოვრისი შეიქნა. სამუშაოებისათვის 2 500 000 განისაზღვრა. საცხოვრისში ცხოვრების რამდენიმე თვის შემდეგ სახლის ბინადრებმა პრობლემების შესახებ დაიწყეს საუბარი.

  

 

 
 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა