|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შოთა მურღულია ან იტყუება, ან ინფორმაციულ ვაკუუმშია"

ქუთაისის მერის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სადაც შოთა მურღულია აცხადებდა, რომ პარლამენტის ტერიტორია შპს–ს საკუთრება და რის გამოც მის დასუფთავებას თვითმმართველობა ვერ უზრუნველყოს, "ნაციონალური მოძრაობა" გამოეხმაურა. საპარლამენტო უმცირესობის წევრის გია თევდორაძის განცხადებით, შოთა მურღულია არასწორ ინფორმაციას ავრცელებს, რადგან პარლამენტის ტერიტორია 2012 წლიდან სახელმწიფოს საკუთრებაა.

"მურღულიას განცხადება, თითქოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სახელმწიფოს საკუთრება არაა, არის ტყულილი, რადგან მე თავად მოვაწერე ხელი 2010 წელს მუნიციპალური ტერიტორიის სახელმწიფოსათვის გადაცემას.  2012 წლამდე ტერიტორია შპს "სახელმწიფო მომსახურების ბიუროს" დაქვემდებარებაში იყო, ეს არის სახელმწიფოს შპს და არ კერძო. 2012 წლიდან კი სახელმწიფოს გადაეცა, ამიტომ შოთა მურღულია, ან იტყუება, ან ინფორმაციულ ვაკუუმში ამყოფებენ და არ იცის, რომ პარლამენტი სახელმწიფოს საკუთრებაა. ამიტომ, მან თუ არ იცის, ვეტყვი, რომ მუნიციპალიტეტს აქვს შესაძლებლობა დაასუფთაოს ტერიტორია. დარწმუნებული ვარ მასაც აწუხებს ის მდგომარეობა, რაც პარლამენტის მიმდებარედ არის"–განაცხადა გია თევდორაძემ.

ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატის დავით გოგისვანიძე მერს კითხვით მიმართავს და აინტერესებს, შოთა მურღულია, როდესაც აცხადებდა, რომ გაუქმებულიყო შპს,  ხომ არ გულისხმობდა  "სახელმწიფო მომსახურების ბიუროს", რომლის დაქვემდებარებაშიც იყო ტერიტორია 2012 წლამდე.

როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე დღის წინ გადავიდა სახელმწიფო კუთვნილებაში. როგორც პრესსახურში აცხადებენ, თუ ტერიტორია გადაეცემა ქუთაისის თვითმმართველობას, ან მიენიჭება სკვერის სტატუსი, მერია დაასუფავებს და მოუვლის მას.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა