|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუჩაში მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით შსს საკანონმდებლო ინიცირებას გეგმავს

შინაგან საქმეთა  სამინისტროს წარმომადგენლებმა  საზოგადოებას  ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით პრობლემების მოგვარებისა და აღმოფხვრის შესახებ უწყების ხედვა გააცნეს. 

სამუშაო შეხვედრას  სახალხო დამცველის აპარატის, იუსტიციის, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა პრეზენტაცია ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან დაკავშირებით არსებული ვითარების, ასევე,  იმ პრაქტიკული და საკანონმდებლო ხარვეზების შესახებ, რომლებიც აფერხებს ქუჩაში მოზარდების  ცხოვრებისა და მუშაობის წინააღმდეგ ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელებას. 

უახლოეს მომავალში, შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავს საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას, პრევენციული კამპანიის გაძლიერებას,  ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებთან პოლიციის თანამშრომლების მუშაობის პროცედურების შესახებ დეტალური ინსტრუქციების შემუშავებას და მათ გადამზადებას,  ასევე, აღნიშნულ პრობლემებზე მომუშავე უწყებების თანამშრომლების მულიტიდისციპლინური შეხვედრების ორგანიზებას, რაც ხელს შეუწყობს ბავშვების ქუჩაში ცხოვრებისა და მუშაობის  აღკვეთას.

 

 

ქუჩაში მომუშავე ბავშვების უფლებებს სახელმწიფო დაიცავს

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა