|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს ქუთაისში ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს ქუთაისის ცენტრალურ ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ქალაქ ქუთაისში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 20 აპრილის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა, კერძოდ: პრესის სახლიდან გამარჯვების მოედნამდე ორმხრივად.

ქალაქის ცენტრის მიმართულებით ტრანსპორტი იმოძრავებს ბარათაშვილი-გველესიანი-დუმბაძე-გრიშაშვილის ქუჩების გავლით, ხოლო ქალაქის ცენტრიდან ტრანსპორტი იმოძრავებს ლაღიძე-ბარათაშვილი-გამარჯვების მოედნის გავლით.

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება."- ნათქვამია განცხადებაში 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა