|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შემდეგ ხარაგაულის დასუფთავების აიპის უფროსი სამსახურიდან გაათავისუფლეს

 სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს შემდეგ ხარაგაულის დასუფთავების აიპის უფროსი თეიმურაზ ფურცელაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს - ინფორმაციას იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

"სოციალურ ქსელში ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია "ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარემ თორნიკე ავალიშვილმა ვიდეოკადრები გაავრცელა, სადაც ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის თანამშრომლები სამუშაო საათებში არასამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ამავე ა(ა)იპის ბალანსზე მყოფი მაღალი გამავლობის ავტომობილით ფიქსირდებიან.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ნიკოლოზ თოფურიძის გადაწყვეტილებით, ა(ა)იპ დასუფთავების და კეთილმოწყობის გაერთიანების დირექტორი თემურ ფურცელაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა"- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ხარაგაულის დასუფთავების სამსახურის უფროსი თანამშრომლებს თავის ყანაში ამუშავებს

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა