|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "თეატრალური იმერეთი" იხსნება

ქუთაისის მესხიშვილის თეატრში ყოველწლიური ფესტივალი იწყება. ფესტივალი 22 მაისს დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალში მონაწილეობას იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის თეატრები, ასევე ქუთაისში მოქმედი თეატრები, პოლონეთის და ბაქოს თეატრალური დასები მიიღებენ. 

თეატრალურ ფესტივალს მესხიშვილის თეატრი სპექტაკლით "უბედურება" გახსნის. ყოველდღიურად წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა თეატრალური დასის სპექტაკლი. სპექტაკლებზე დასწრება თავისუფალია, ყველა ჩვენება 18:30 წუთზე იწყება. 

8 ივნისს ფესტივალის დახურვის ცერემონიალზე ჟიურის მიერ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან. 

"თეატრალური იმერეთი" თეატრალური საზოგადოების, იმერეთის გუბერნიის ორგანიზებითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ტარდება. 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა