სტუდენტები აქციებით იმუქრებიან
საინიციატივო ჯგუფის "ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისს" წევრები აქციებს აანონსებენ. აქციები პარლამენტში ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ მთავრობის მიერ პროექტის შეტანას უკავშირდება. ჯგუფის წევრები უნივერსიტეტის ქუთაისში დაარსებას ითხოვენ. როგორც ისინი აცხადებენ, მოეწყობა მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში.
"წინასაარჩევნო დაპირება იყო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ქუთაისში განთავსება. ამ დაპირების შეხსენების მიზნით ვაპირებთ მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციების გამართვას. აქციებს ვგეგმავთ თბილისში ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან, შემდეგ გავაგრძელებთ პარლამენტთან. ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება" , - აღნიშნა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა მალხაზ ფხაკაძემ.
ფხაკაძე ასევე აღნიშნავს, რომ მათ სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობს პარლამენტის წევრი ომარ ნიშნიანიძე, რომლის დახმარების იმედიც ჰქონდათ ჯგუფის წევრებს.
ნიშნიანიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ქუთაისს ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენებაზე უარი ეთქვა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:29
18:25
15:07
12:11
















