|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თამამად შემიძლია გიწოდოთ ჩვენი დროის მემატიანეები"

ღვაწლმოსილ ჟურნალისტებს ქუთაისის თვითმმართველობის და გუბერნიის წარმომადგენლებმა  პროფესიული დღე  მიულოცეს.  საკრებულოს  თავმჯდომარემ ნიკა ლატარიამ  მათ "მემატიანეები"  უწოდა  და  ქართულ  ჟურნალისტიკის   განვითარებაში  გაწეული შრომისათვის მადლობა  გადაუხადა.

„თქვენი  დამსახურებიდან  და  ღვაწლიდან  გამომდინარე,  თამამად  შემიძლია  გიწოდოთ ჩვენი  დროის მემატიანეები,  რადგან  სწორედ  თქვენ  ხართ  ის  ადამიანები,   რომლებმაც    შეძელით  და გასული  საუკუნის  ჩვენი   ქალაქის   ყოველდღიური  ცხოვრება   ისტორიად  აქციეთ.  სწორედ   თქვენ ხართ   ის  პროფესიონალები,   რომლებმაც  აფხაზეთის  ომის  ფრაგმენტები   და  მონაწილე  გმირების  სახელები   საკუთარი  სიცოცხლის   ფასად   თაობებს  ისტორიად  დაუტოვეთ.    ყოველივე  ამასთან ერთად  თქვენ   ბრძანდებით ის ადამიანები, რომლებმაც ქართულ   ჟურნალისტიკას  არაერთი   წარმატებული   თაობა  აღუზარდეთ.

ჩვენთვის   დიდი პატივია  თქვენი აქ ყოფნა.  ჩვენი მხრიდან  კი  შევეცადეთ ერთგვარი  ყურადღება და პატივისცემა გამოგვეხატა  და   პროფესიული დღე  მოგველოცა.

გისურვებთ  წარმატებებს  პირად  და  პროფესიულ საქმიანობაში“-  აღნიშნა ნიკოლოზ ლატარიამ  შეხვედრაზე.

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა