|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თამაზ მეჭიაურმა ”ქართული ოცნება" დატოვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამაზ მეჭიაურმა  ”ქართული ოცნება" დატოვა. აღნიშნულის შესახებ მეჭიაურმა  პრემიერ-მინისტრსა და ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრებს შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. 
როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, ” პარტიას ტოვებს, მაგრამ რჩება საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში, ფრაქცია ”ქართულ ოცნებაში”, ასევე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარედ.

”მე ვუთხარი, რომ კომიტეტსაც დავტოვებდი, თუმცა ფრაქციიდან არ ჰქონდა ამას მხარდაჭერა. მთხოვეს, რომ დავრჩენილიყავი - ვრჩები პარლამენტის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე. მხარს დავუჭერ უმრავლესობას ძირითად საკითხებში, გარდა იმ საკითხებისა, რომლებიც განხეთქილების მიზეზი გახდა”, - განაცხადა მეჭიაურმა და ამ კონტექსტში საგარეო ორიენტაცია დაასახელა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა