|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თავდაცვის მინისტრმა დასავლეთ საქართველოში არსებული სამხედრო ობიექტები მოინახულა

 საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა დასავლეთ საქართველოში არსებული სამხედრო ობიექტები მოინახულა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა, ოთარ ბერიანიძემ მინისტრს ქვედანაყოფების საქმიანობა და ბაზების ინფრასტრუქტურა გააცნო.

უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საცხოვრებელი ყაზარმები, სპეციალური აღჭურვილობა, ავტოპარკი, სავარჯიშო დარბაზი და სასადილო დაათვალიერეს.

ირაკლი ჩიქოვანი ადლიაში, საქართველოს ეროვნული გვარდიის მე-10 ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის სამხედრო ბაზაზეც იმყოფებოდა და სამხედრო სამსახურის პირობებს გაეცნო.

მინისტრის განცხადებით, დასავლეთის სარდლობაში უკვე დასრულებულია ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი და იგეგმება სამხედრო მოსამსახურეების პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესება, რაც, სხვა მნიშვნელოვან ნაბიჯებთან ერთად, ხელს შეუწყობს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.

მან თავდაცვის ძალების პირად შემადგენლობას ქვეყნის სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა