|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თავისუფალ დემოკრატებს" ქუთაისში ახალი ლიდერი ჰყავთ

პარტია "თავისუფალ დემოკრატების" ქუთაისის ორგანიზაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.  მამუკა ხურციძე, რომელიც ორგანიზაციას რამდენიმე წელია ხელმძღვანელობდა, გიორგი ხაზარაძემ შეცვალა.

ხაზარაძე  ადგილობრივი თვითმმარტველობის არჩევნებში ქუთაისის საკრებულოში მოხვედრას, როგორც  დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ისე შეეცადა. თუმცა თემურ ნადირაძესთან დამარცხდა, რომელმაც ქალაქ-მუზეუმის დეპუტატის მანდატი "ქართული ოცნების" მხარდაჭერით მოიპოვა. 

ხაზარაძე განათლებით ეკონომისტია და 2002 წლიდან ეწევა ბიზნეს საქმიანობას.

ავტორი: ირინა მაკარიძე