|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისში "ვარდების რევოლუციის" მე-18 წლისთავს ცოცხალი ჯაჭვით აღნიშნავენ

"ვარდების რევოლუციის" მე-18 წლისთავის აღსანიშნად თბილისში მასშტაბური აქცია იმართება. თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე მოქალაქეები ცოცხალ ჯაჭვს მართავენ.  საქართველოს და ევროკავშირის დროშებით, ვარდებით მოქალაქეები ქუჩაში არიან გამოსულები.  

აქციის მონაწილეები სკანდირებენ - “საქართველო”, “მიშა", "თავისუფლება მიშას".

მათივე თქმით, აქციით მათ კიდევ ერთხელ შეახსენეს ხელისუფლებას, რომ ეს დღე ახსოვთ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, უსამართლობაა, რომ ვარდების რევოლუციის მთავარი შემოქმედი დღეს დაპატიმრებულია და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. 

ავტორი: ნიუპრესი