|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თეატრალური იმერეთი" შედგა, როგორც ტრადიციული საფესტივალო ბრენდი" -მიხეილ გიორგაძე

ტრადიციული ფესტივალი "თეატრალური იმერეთი 2019" გაიხსნა.  ფესტივალის გახსნას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე მიესალმა.

მინისტრის მოადგილემ ფესტივალის მნიშვნელობასა და მის უნიკალურობაზე ისაუბრა.

"თამამად შეგვიძლია დღეს ვთქვათ, რომ თეატრალური იმერეთი ნამდვილად შედგა, როგორც ტრადიციული თეატრალური საფესტივალო ბრენდი.  ეს ფესტივალი უნიკალურია იმით, რომ ის არა სამინისტროს, არამედ სწორედ ადგილობრივი ინიციატივით შეიქმნა. ეს შედეგია ბატონი ლევანის (როხვაძე) სახელმწიფოებრივი მიდგომის", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.  

მინისტრის მოადგილის თქმით, "თეატრალური იმერეთი" ყველაზე დემოკრატიული ფესტივალია, რადგან მასში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც სახელმწიფო პროფესიულ თეატრებს, ასევე  მუნიციპალურ და სახალხო დასებს. 

ფესტივალის ორგანიზატორის მაია პაქსაშვილის ინფორმაციით, წელს ფესტივალის ფარგლებში 18 სპექტაკლი იქნება წარმოდგენილი. მათ შორის 4 სპექტაკლს უცხოური დასები წარმოადგენენ.  წელს აზერბაიჯანის ნაციონალური თეატრი ქუთაისში  ორ სპექტაკლს ითამაშებს,  19 და 20 ივნისს, 11 ივნისს თესტივალს  სომხეთის ნაციონალური თეატრი ეწვევა, რუმინეთის თეატრი 12 ივნისს გამართავს წარმოდგენას. ერთ სპექტაკლს სტუმრის სტატუსით მარჯანიშვილის თეატრი წარმოადგენს. იმერეთის მუნიციპალიტეტების თეატრალური დასები მაყურებლის წინაშე 14 სპექტაკლით წარსგებიან.

ფესტივალში გამარჯვებულები რამდენიმე სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდებიან. პროფესიულ ჟიურის ლელა ოჩიაური ხელმძღვანელობს, ჟიურის შემადგენლობაში მაკა ვასაძე, ნერონ აბულაძე, ნიკა წულუკიძე ლაშა ჩხარტიშვილი  და ბაია კოღუაშვილი არიან. 

 ფესტივალი ქუთაისის მესხიშვილის თეატრის წარმოდგენით "ჰეკაბე" გაიხსნა. 

"თეატრალური იმერეთი" წელს მეათედ თეატრალური საზოგადოების, იმერეთის გუბერნიის ორგანიზებითა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ტარდება. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა