|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

16 წლის მოზარდი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც რეანომობილის დაზიანების გამო გართულდა, გარდაიცვალა

16 წლის მოზარდი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობაც რეანომობილის გაუმართაობის გამო გართულდა, გარდაიცვალა. ლუკა ფოფხაძე ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში მკურნალობდა, ის უგონო მდგომარეობაში 41 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

"ვერ გიშველა დედის ლოცვამ დე. ვერ გადაგარჩინე დე. დასრულდა ჩემი და შენი ოცნებები დე. ახლა მხოლოდ ერთი ოცნება დამრჩა შვილო. ვიარო იმ გზაზე, რომელიც შენთან მომიყვანს
აქ ვერა, მაგრამ... მანდ მაინც ვიყო შენთან, გზა შემიმოკლე დედიკო გთხოვ"-წერს გარდაცვლილის დედა.

გარდაცვლილის მამიდის ფატი გოგოლაშვილის ინფორმაციით, მოზარდი ქუთაისში მკურნალობდა. 

"ლუკას მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო, თუმცა კონტრასტით გადაღების შემდეგ  უფრო გართულდა. არ მისცეს ბავშვის თბილისში გადაყვანის უფლება"- განაცხადა მან "ნიუპრესთან" საუბარში.

16 წლის მოზარდი რაჭიდან კლინიკაში 19 ივლისს შეიყვანეს. ოჯახის ინფორმაციით, მოზარდი ზღვიდან დაბრუნების შემდეგ დაუდგენელი ვირუსით შეუძლოდ გახდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი ამბროლაურის კლინიკაში გადაიყვანეს, საიდანაც რეანიმობილით გადაყვანა გახდა საჭირო.
გზაში რეანიმობილის აპარატურა დაზიანდა, რამაც მდგომარეობის გართულება გამოიწვია. პაციენტი ტყიბულში კლინიკაში მიიყვანეს. მისივე თქმით, საჭირო გახდა მეორე რეანიმობილის გამოძახება, რომელმაც სამი საათით დაიგვიანა. მომხდარზე მოკვლევა მიმდინარეობს.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა აიღონ თუ არა ქუთაისში კიკვიძის ძეგლი?

კი - 46.55%
არა - 45.05%
არ იცი - 8.41%
სულ - 333 ხმა