|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლასა და წყალტუბოში საჯარო მოხელეებმა ქონებრივი დეკლარაციები არასრულად შეავსეს

არასამთავრობო ორგანიზაციამ "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" თერჯოლისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტების საჯარო მოხელეთა მიერ 2017-2018 წლებში  შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში უზუსტობები გამოავლინა. ორგანიზაციის კვლევის თანახმად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დეკლარაციის არასრულად შევსების 4 ფაქტი, თერჯოლის მუნიციპალიტეტის შემთხვევაში კი - 5; ასევე თერჯოლაში თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 3 ფაქტი გამოვლინდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნული წარმოადგენს საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევას.

ამასთან, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის კუთვნილმა კომპანიამ გამარტივებული შესყიდვის საფუძველზე არაერთი ხელშეკრულება გააფორმა თერჯოლის მუნიციპალიტეტთან.

2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში თერჯოლის მერმა ბონდო სოფრომაძემ არ მიუთითა, რომ იგი არის შპს “ახალ დონეში” 100%-იანი წილის მფლობელი. მან მხოლოდ ის აღნიშნა, რომ მისი შვილი, გიორგი სოფრომაძე ხელმძღვანელობს შპს “ახალ დონეს”.

თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ნოდარ ფანჩულიძემ დეკლარაციაში არ მიუთითა, რომ იგი არის შპს “იმერეთი 2017_ის” 100%-იანი წილის მესაკუთრე. ის ასევე არის შპს “ბერტა იმერეთის” დირექტორი. 

დეკლარაცია არასწორად შეავსო საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება - მრეწველების” თავმჯდომარემ კონსტანტინე ამაშუკელმა.

ქონება არ დააფიქსირეს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა ავთანდილ ურიადმყოფელმა და მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა ნუგზარ ფანჩულიძემ.

დეკლარაცია არასწორად შეავსეს წყალტუბოს საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება-მრეწველების” თავმჯდომარემ გიორგი დოლიძემ და საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნება - კონსერვატორების” თავმჯდომარემ სერგო კირკიტაძემ.

ასევე კუთვნილი მიწის ნაკვეთი არ დააფიქსირა გიორგი ჩაკვეტაძემ მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსმა.

არასამთავრობო ორგანიზაციის კვლევაში საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მამუკა საღარეიშვილიც მოხვდა. მამუკა საღარეიშვილმა 2017 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ აღნიშნა, რომ იგი შპს “კურორტტურის” 25% წილის მესაკუთრეა.

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა