"თეთრი ხიდის" რეაბილიტაციას "ალმა-რუს საქართველოს ფილიალი" მოახდენს
ქუთაისში "თეთრი ხიდის" რეაბილიტაციისთვის გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა. მერიის გადაწყვეტილებით, სამუშაოებს კომპანია "ალმა-რუს საქართველოს ფილიალი" შეასრულებს. მან ტენდერში 435 999 ლარად გაიმარჯვა, რაც 8 967 ლარით ნაკლებია საწყის ღირებულებაზე.
"ალმა-რუს საქართველოს ფილიალი" ტენდერის ერთადერთი პრეტენდენტი იყო. კომპანიის ფილიალი ფოთში ერთი წლის წინ დარეგისტრირდა, კომპანიის სათაო ოფისი ყაზახეთშია. კომპანია საქართველოში ჯერჯერობით რაიმე სახის სამუშაო შესრულებული არ აქვს.
"თეთრის ხიდის" რეაბილიტაციისთვის ტენდერი განმეორებით გამოცხადდა. სამუშაოების ფარგლებში მოხდება ხიდის საფარის შეცვლა და ზედ დეკორატიული თეთრი ქვების მოწყობა, ლითონის ფურცლების დამაგრება მოქლონებით და მოხდება წარწერების და დეკარატიული ელემენტების გრავირება, ასევე მოხდება მოაჯირების შეღებვა, ლამპიონების შეცვლა და მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება.
ქუთაისში „თეთრი ხიდის“ რეაბილიტაცია, შესაძლოა, ყაზახურმა კომპანიამ მოახდინოს
ქუთაისში „თეთრი ხიდის“ რეაბილიტაციისთვის განმეორებით გამოცხადებული ტენდერი დასრულდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი