|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა -ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ლეგიონი“ ავრცელებს.

მებრძოლები ზაპოროჟიის ოლქში დაიღუპნენ. 

ფრონტის ხაზზე საბრძოლო დავალების შესრულების დროს ქართული ლეგიონის მეომრები, ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი დაიღუპნენ.
ქართული ლეგიონი სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.
დიდება გმირებს! - აცხადებს „ქართული ლეგიონი“.

პუტინის ომს უკრაინაში  2 წლის განმავლობაში  უკვე 60 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა