|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შშმ პირების დასახმარებლად ხვიჩა სიმონია კონცერტს გამართავს

17 ივლისს მესხიშვილის თეატრში შშმ პირების დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება.  შშმ პირების პრობლემებზე ისაუბრა დღეს,  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში უსინათლო მომღერალმა ხვიჩა სიმონიამ. მისი თქმით, შშმ პირები საზოგადოებისაგან მეტ მხარდაჭერას საჭიროებენ.

ხვიჩა სიმონიას თქმით, კონცერტში მონაწილეობას ცნობილ მომღერლებთან ერთად თავადაც მიიღებს, შეგროვებული თანხა კი სპეციალური საჭიროებების მქონე ადამიანებს, მაყურებლის თვალწინ, სცენაზე გადაეცემა.

„17 ივლისს საქველმოქმედო კონცერტს ვმართავთ შშმ პირების დასახმარებლად და იმედი მაქვს, საზოგადოების ჩართულობა იქნება. მოვუწოდებ ყველას, ვისაც გული შეტკივა ჩვენს პრობლემებზე, მოვიდეს კონცერტზე, სადაც ცნობილი მომღერლები იმღერებენ. მსმენელი მაქსიმალურ სიამოვნებას მიიღებს, თან შშმ პირებს დავეხმარებით. შემოსული თანხა სრულიად გადაეცემათ ამ ადამიანებს, პირდაპირ სცენაზე, მაყურებლის თვალწინ. ჩემი თხოვნა იქნება, გვერდით დაგვიდგეთ. ძალიან შეჭირვებულ მდგომარეობაში არიან შშმ პირები და ყველაფერზე ჩაქნეული აქვთ ხელი, მათ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა და თავიანთ სახლებში არიან  ჩაკეტილები“,-განაცხადა ხვიჩა სიმონიამ.

უსინათლო მომღერალმა  2005 წელს შშმ პირთა დახელოვნების ლიგა შექმნა, რომელშიც  სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანები არიან გაერთიანებული.

აღსანიშნავია, რომ არაადამპირებული გარემოს გამო შეხვედრაზე შშმ პირმა დასწრება ვერ შეძლო.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა