|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობისა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

პროექტის ფარგლებში, უკვე დასრულდა ახალი ოთხ სართულიანი შენობის (მუზეუმის) მშენებლობა, ასევე, მოეწყობა ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია, და საოფისე ოთახები ადმინისტრაციისათვის. 

მუზეუმის მშენებლობის პარალელურად უკვე დაიწყო არქეოლოგიურ მუზეუმამდე მისასვლელი გზის და მის გასწვრივ არსებული ღობეების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე, უკვე დასრულდა სატენდერო პროცედურები მუზეუმის აღჭურვასთან დაკავშირებით.

სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები ხელს შეუწყობს ვანის არქეოლოგიური სივრცის დაცვას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

სამშენებლო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შენგელიამ და იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ დაათვალიერეს.

შეგახსენებთ, ვანის მუნიციპალიტეტში არქეოლოგიური მუზეუმის რეაბილიტაცია  2016 წელს დაიწყო და სამუშაოების დასრულების ვადა რამდენჯერმე შეიცვალა. 

ვანის არქეოლოგიური მუზეუმის მშენებლობას და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი "მსოფლიო ბანკის" დაფინანსებით ახორციელებს.  

პროექტის ჯამური ღირებულება გაიზარდა და 19 მილიონი ლარი გახდა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა