|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია ჩავარდნილ ტენდერებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

"ევროპული საქართველოს" წარმომადგენლის მერაბ მეშველიანის ბრალდებას, მენეჯმენტის დეფიციტთან დაკავშირებით, ქუთაისის მერიაში არ იზიარებენ.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილის მირზა ხიდაშელის თქმით, საპროექტო სამუშოების შესყიდვის ტენდერი, რომელიც ჩავარდა, მომდევნო წლებში დაგეგმილი სამუშაოებისათვის არის განკუთვნილი. 

"აღნიშნული ტენდერით, რომელიც ჩაიშალა, 2019-21 წლებისათვის დაგეგმილი სამუშაოების საპროექტიო დუკუმენტაციის შეძენა უნდა მომხდარიყო. ამდენად, პირველ  ჯერზე ამ ტენდერის ჩაშლა სამუშაოების შეფერხებას არ გამოიწვევს. მიმდინარე წელს ამ ქუჩების რეაბილიტაციისათვის თანხები არ არსებობს. ჩვენ ვცდილობთ, შევიძინოთ მომდევნო -2019-21 წლის პროექტები, რომ მომდევნო წლიდან სამშენებლო სამუშაოების შეძენა რაც შეიძლება ადრე დავიწყოთ, რომ ტემპი იყოს სწრაფი და დროულად მოვახდინოთ ამ სამუშაოების შესრულება. მიმდინარე წლის დაგეგმილი სამშენებლო სამუშაოები უკვე ყველა ტენდერზეა,  80 % შედგა, 2 პროექტზე მიმდინარეობს ხელშეკრულების გაფორმება ", -განაცხადა ხიდაშელმა.

მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოადგილის თქმით, მუდმივად გამოითქმებოდა კრიტიკა ჩავარდნილ ტენდერებთან დაკავშირებით, თუმცა ფაქტი სხვას მეტყველებს.

"წინა საკრებულოს სხდომაზე ჩვენ მოვითხოვეთ 80 ათასი ლარის დამატება საპროექტო სამუშაოების შეძენის მუხლისათვის, რადგან წინასწარ განსაზღვრული 140 ათასი ლარი უკვე ამოიწურა. ეს იმანაც გამოიწვია, რომ დაგვემატა  საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის თემები. ჩვენი მიზანია, რომ  დაფინანსების ასეთ პირობებში, რაც შეიძლება კარგი პროექტები შევიძინოთ, შესაბამისად, ზოგ შემთხვევაში ჩვენი ინტერესები ვერ ემთხვევა საპროექტო ორგანიზაციების ინტერესებს", -განცხადა ხიდაშელმა.

 შეგახსენებთ, მერაბ მეშველიანის განცხადებით, 11 ათას ლარიანი ტენდერი, რომელიც კონკრეტული ქუჩების რეაბილიტაციისათვის საჭირო საპროექტო სამუშოების შეძენას ემსახურებოდა, ჩავარდა, რაც არასწორი მენეჯმენტის შედეგია, შედეგადაც კი მოსახლეობა ზარალდება.

 

ქუთაისის მერიაში მენეჯმენტის პრობლემაა - მერაბ მეშველიანი

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა