|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვისაც არჩევნებზე რვეულით არ უვლია, კონკურსი ვერ გაიარა"

"ვისაც არჩევნებზე რვეულით არ უვლია, კონკურსი ვერ გაიარა" - ამგვარად  ეხმიანება  ბაღდათის საკრებულოს წევრი  "ევროპული საქართველოდან"  შალვა დათუაძე მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში  ჩატარებული რეორგანიზაციის პროცესს.

ის ა(ა).ი.პ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებათა გაერთიანებაში ჩატარებულ კონკურსს "ქართული ოცნების" მიერ სახელმწიფო დაწესებულებებში თავისი აქტივისტების დასაქმებისთვის ჩატარებულ აქციად" აფასებს.

"წუხელ, დაახლოებით 12 საათზე, ყველა იმ ბაღის პედაგოგმა, ვინც პირდაპირ დაკავშირებული არ არის "ქართულ ოცნებასთან", ვისაც არჩევნებზე რვეულით არ უვლია და ამომრჩევლისთვის ფული არ მიუცია ხმის სანაცვლოდ, შემდეგი შინაარსის სმს გზავნილი მიიღო, - "გაცნობებთ, რომ თქვენ ვერ გადალახეთ კონკურსის მე 3 ეტაპი".

ადამიანებმა, რომლებმაც წარმატებით გაიარეს ტესტირება, გასაუბრება, ვერ მოხვდნენ "ქართული ოცნების" შტაბის მიერ შემუშავებულ სიაში, ანუ ამ აქციით მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ ყველა სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან ერთად სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებები აქცია "ქართული ოცნების" დანამატად, ათობით ადამიანი, რომლებიც მიზერული გასამრჯელოს პირობებში გმირულად შრომობდნენ და იღვწოდნენ ბავშვების სწავლა აღზრდისათვის ერთი ხელის მოსმით დასვენ სახლში, იმის გამო რომ არ იყვნენ "ქართული ოცნების" ზონდერები. რას იზამთ, ბატონებო, უჭირს "ქართულ ოცნებას", მამა- მარჩენალმა ისეთ საპრეზიდენტო კანდიდატზე მოგთხოვათ მხარდაჭერა, რომლის გამარჯვებას ვერაფრით  მიაღწევენ, თუ არა გაყალბებას, (გაყალბება არამარტო არჩევნების დღეს ბიულეტინების ჩაყრას ნიშნავს)დაშინებას, მოსყიდვას და ასეთი მეთოდებით ბრძოლის ხერხებს არ მიმართენ"-აცხადებს შალვა დათუაძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.

როგორც დათუაძემ ჩვენთან საუბარში განმარტა, კონკურსის შედეგად უარყოფითი შედეგები მიიღეს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოსთან" დაკავშირებული ადამიანების ოჯახის წევრებმა, მისი თქმით, “წმენდაში" მოყვნენ ასევე "ქართული ოცნების"  "წინა თაობის" კადრები.

შეგახსენებთ,  (ა).ი.პ ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი და სკოლისგარეშე დაწესებულებათა გაერთიანებაში თანამშრომლებს ხელშეკრულებები ივნისში შეუწყდათ. მოგვიანებით კი ვაკანსიენბი გამოახადდა, ახალი თანამშრომლების შესარჩევად კი კონკურსი ჩატარდა. კონკურსის შედეგები გუშინ ღამით გახდა ცნობილი. შერჩეულ კანდიდატებთან ხელშეკრულებების გაფორმება სექტემბერში მოხდება.

 

"ბაღდათის ბაღებიდან თანამშრომლების პოლიტიკური ნიშნით გაშვება იგეგმება"

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა