|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წალენჯიხელ ფერმერებს იტალიელმა სპეციალისტებმა გამოცდილება გაუზიარეს [VIDEO]

აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად  წალენჯიხელ ფერმერებს იტალიელმა სპეციალისტებმა გამოცდილება და რეკომენდაციები გაუზუარეს

აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის პრიოცესში მონიტორინგის შედეგებისა და მავნებლის ბიოლოგიური ბუნების გათვალისწინების აუციებლობაზე, წალენჯიხაში ფერემერებისთვის და აგრონომებისთვის  სწავლება იტალიელმა სპეცილისტებმა ჩაატრეს. ღონისძიებაში მონაწილეებს საკუთარი გამოცდილება და რეკომენდაციები   წამყვანმა იტალიელმა პროფესორებმა ლუჩიანო ტაველამ და მატეო მასპელომ გაუზიარეს. იტალიაში სწორედ ისინი ახორციელბენ აზიური ფაროსანას მონიტორინგის პროგრამას.

სპეცილისტების თქმით, ბაღლინჯოს პოპულაციის შესამცირებლად და შესაბამისი სამუშაოების დასაგეგმად  აუცილებელია მონიტორინგის შედეგების გათვალსიწინება, რადგან შედეგები ასახავს რეალურ სურათს. 

სწავლების პარალელურად, აზიური ფაროსანას მონიტორინგის პროექტის ფარგლებში დაგეგმილია   პრაქტიკული სამუშაოებიც.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ  მავნაბელთან ბრძოლის მეთოდებთან და თანამედროვე მიდგომებთან დაკავშირებით მუდმივად მიმდინარეობს  სხვა ქვეყნების გამოცდილების გაზიარება, სამეცნიერო წრეების მონაწილეობით იმართება კონფერენციები და შეხვედრები,რაც მავნებელთან ბრძოლის მეთოდების დანერგვას და გამოყენებას უზრუნველყოფს. 

წალენჯიხელ ფრმერებთან სასწავლო შეხვედრა,  საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით ჩატარდა.

მედიაპროდუქტი  მომზადებულია ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“  EBRD-ის მხარდაჭერით ,,ერთად ვებრძოლოთ აზიურ ფაროსანას“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ,,ჟურნალისტიკის რესურსცენტრი“ –  JRC პარტნიორ მედიასაშუალებებთან ერთად ახორციელებს. ის შესაძლოა არ წარმოადგენდეს EBRD-ის შეხედულებას.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა