|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წაღებულია ტაფა, ქვაბი, სასწორი- ქუთაისში საბავშვო ბაღი გაქურდეს

ქუთაისში # 5 საბავშვო ბაღი გაქურდეს. როგორც ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორი დავით წიტაიშვილი განმარტავს, ავტოქარხანაში მდებარე მეხუთე საბავშვო ბაღიდან წაღებულია სამზარეულოს ჭურჭელი და ტექნიკა.

"თანამშრომლები დილით რომ მივიდნენ, ასეთი ფაქტი დახვდათ. წაღებული ტაფა, ქვაბი, სასწორი და სამზარეულოს სხვა ჭურჭელი. არ ვიცით, როდის მოხდა, დილით გავიგეთ. მომხდარზე ვაცნობეთ პოლიციას და დაიწყო საგამოძიებო სამუშაოები"-განაცხადა დავით წიტაიშვილმა. 

 სავარაუდოდ,  მძარცველებმა შეღწევა სამზარეულოდან შეძლეს. არსებული ინფორმაციით, დაკარგულია ასევე ტელევიზორი და მუსიკალური ცენტრი. 

შსს-ს განცხადებით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 177 -ე მუხლის მეორე ნაწილის ა და ბ პუნქტებით დაიწყო.  ამ დროისათვის აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა