|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიათურაში ერთ-ერთი მოშიმშილე შეუძლოდ გახდა

ჭიათურაში, პოლიციის შენობასთან სამი ახალგაზრდა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. ერთ-ერთი მოშიმშილის ძმის ინფორმაციით, მოშიმშილეთაგან ერთი შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაყვანა გახდა აუცილებელი. 

"გუშინ ერთი შეუძლოდ გახდა, საავადმყოფოში გადაყვანა გახდა აუცილებელი, გაუკეთდა გადასხმა და ექიმებმა კატეგორიულად აუკრძალეს უკან დაბრუნება, მაგრამ ის კვლავ აგრძელებს შიმშილობას და მოიხოვს პოლიციის უფროსის  და მისი მოადგილის  თანამდებობიდან გადადგომას. გვეუბნებიან, რომ გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ ამ დროს პოლიციის უფროსს და მის  მოადგილეს, არა თუ არ ათავისუფლებენ, არამედ უფლებამოსილებასაც არ უჩერებენ გამოძიების დასრულებამდე", -განაცხადა დავით ჭუმბურიძემ.

ჭიათურაში, პოლიციის შენობასთან ახალგაზრდა მამაკაცები მეთორმეტე დღეა შიმშილობენ. მათ რამდენიმე დღის წინ პირი ამოიკერეს.

 შეგახსენებთ, მოშიმშილეები ამბობენ, რომ 26 მაისს, მათი ცხრა მეგობარი პოლიციამ ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით დააკავა. რვა ადმინისტრაციული წესით გასამართლსა და გამოუშვეს, ერთ-ერთ მათგანს, თემურ გოშაძეს კი ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ისინი მეგობრის გათავისუფლებას ითხოვენ და ამბობენ, რომ პოლიცია ახალგზარდებს თანამშრომლობას თხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაჭერით ემუქრებოდა. მოშიმშილეების ოჯახის წევრების განცხადებით, არ არის გამორიცხული, პროტესტმა თბილისში, კანცელარიასთან გადაინაცვლოს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა