|
  • EUR 1 = GEL 3.2784
  • USD 1 = GEL 2.9688
|

ჭიათურის ყოფილი მერის მხარდამჭერებს აშანტაჟებენ?

ჭიათურის ყოფილი მერის პაატა ნადირაძის მხარდამჭერებს აშანტაჟებენ და მათ სამსახურების დატოვებით ემუქრებიან - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პაატა ნადირაძე ავრცელებს.

"შეეშვით იმ ხალხის გადაფრთხილებას და მოკითხვით დაშანტაჟებას, ვინც მხარდაჭერა და გვერდით დგომა გამომიხატა სოციალურ ქსელში, საიდან იცნობთ ნადირაძეს და კიდევ სხვა შეკითხვების დასმას. რას ნიშნავს ეს, რას დაემსგავსეთ მართლა, მეტი სახელმშიფოებრივი საქმე არ გაქვთ? ამ ხალხს არაფერი არ დაუშავებია, შეიძლება ასეთი თანაგრძნობის გამოხატვა ნებისმიერ თქვენთაგანს ხვალ დაგჭირდეთ. არ ხართ და ნუ ფიქრობთ, რომ დაზღვეულები ხართ ამისგან. ვისაც ეს გეხებათ, ძალიან კარგად იცით, ერთი ადამიანი ვერ იზამს ამას, კარგად ვხვდები ყველაფერს. სირცხვილია, რა დონეზე დახვედით მართლა",-წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.

 ნადირაძის ინფორმაციას ადასტურებს საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ინნა ასანიძე. "სასაცილოები და სამარცხვინოები არიან პაატა, თურმე შენ და მე ვინც დაგვილაიქებს და დაგვიკომენტარებს სამსახურის დატოვებით ემუქრებიან"-წერს ასანიძე.

 შეგახსენებთ, პაატა ნადირაძემ თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა. ამას წინ უძღვოდა 13 ივლისს რესტორან "შუა გზაში" მომხდარი ინციდენტი, რის შესახებაც სისხლის სამართლის საქმე 126-ე ძალადობის მუხლის არის აღძრული. მომხდარი ნადირაძემ და მისმა მხარდამჭერებმა პროვოკაციად შეაფასეს.   მომხდარის შემდეგ ინნა ასანიძემ თანამდებობა და ქვეყანა  მალევე დატოვა.  

 ნადირაძესთან ერთად სოლიდარობის ნიშნად თანამდებობა რამდენიმე საჯარო მოხელემ დატოვა. ისინი "ქართული ოცნების" დატოვებასაც გეგმავდნენ.

 ჭიათურაში მომხდარს ნადირაძესა და მაჟორიტარ დეპუტატს მახათაძეს შორის არსებულ დაპირისპირებას უკავშირებენ. სულხან მახათაძემ პირველი კომენტრარი ნიუპრესთან გააკეთა და და დაპირისპირება უარყო, რესტორანში მომხდარ ფაქტს კი სამარცხვინო უწოდა. 

ავტორი: ირინა მაკარიძე