|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტობოს მაჟორიტარი დეპუტატი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გახდა

წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებმა ერთხმად მიიღეს.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ, ცოტნე ზურაბიანის კანდიდატურა კოლეგებს, სხდომაზე, კომიტეტის ახალმა თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ წარუდგინა.

ცოტნე ზურაბიანი კოალიცია "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო (2011-2012 ), შემდეგ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარები ფონდის საგარეო ურთიერთობათა მიმართულების ხელმძღვანელი გახლდათ (2014). დეპუტატობამდე ზურაბიანი საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მრჩეველი იყო. (2015)

 შეგახსენებთ, პარლამენტში ვაკანტური ადგილები მას შემდეგ გაჩნდა,  რაც უმრავლესობის დეპუტატება პარტიის რიგები მასობრივად დატოვეს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა