|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში მამაკაცი საკუთარი სახლიდან გაიტაცეს და დააყაჩაღეს

წყალტუბოში, ზედა მესხეთში მცხოვრები ერთგული შალამბერიძე საკუთარი სახლიდან გაიტაცეს. 

kutaisitoday-ის ინფორმაციით, მას თავს რამდენიმე უცნობი პირი დაესხა, რომლებმაც ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ  ავტომანქანაში ჩასვეს და წაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, რამდენიმე საათის შემდეგ გატაცებული პირი სოფელ ფარცხანაყანების მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომაგისტრალზე იპოვეს. 

ამჟამად დაზარალებული დაკითხვაზე იმყოფება. 

შსს-ს ინფორმაციით ძიება 179-ე მუხლით მოიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას ითვალისწინებს, ტარდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები. როგორც ცნობილია, ყაჩაღბმა დაზარალებულს ის თანხა წაართვეს, რაც მას იმ დროს თან ქონდა. წართმეული თანხა 5 ლარი და 20 ევროა.

შალამბერიძის ახლობლები პოლიციას გულგრილობაში ადანაშულებენ. მათი განცხადებით, მამაკაცის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, სამართალდამცველებმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება არ გამოიძახეს. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ შალამბერიძეების სახლში ქურდობა მოხდა, რომელიც ამ დრომდე არ გახსნილა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა